ნაკრების ვერცხლის მედალი ტოკიოს სალიცენზიო პრემიერ ლიგაზე
2018 წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ ტოკიოში გაიმართა პრემიერ ლიგა „20018 karate 1-premier league final, Tokyo Budo-kan”, სადაც გათამაშდა ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები. საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ტოკიოს სალიცენზიო პრემიერ ლიგაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღნიშნულ პრემიერ ლიგაზე საქართველოს ნაკრების წამყვანმა სპორტსმენმა გოგიტა არქანიამ ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში (+84) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
როგორც საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ განაცხადა, აღნიშნულ პრემიერ ლიგაში მონაწილეობა იძლევა ყველა წინაპირობას იმისათვის, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც იბრძოლებს არა მხოლოდ ვერცხლის მედლისთვის.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია ულოცავს გოგიტა არქანიას აღნიშნული ჯილდოს მოპოვებას.