გოგიტა არქანიას გამარჯვება გერმანიის პრემიერ ლიგაზე

admin სექტემბერი 11, 2017 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გოგიტა არქანიას გამარჯვება გერმანიის პრემიერ ლიგაზე

გერმანიის ქალაქ ჰალეში პრემიერლიგა – “German Open”-ზე ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ ევროპის ჩემპიონი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. გოგიტა არქანია +84 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მან 6 ბრძოლა ჩაატარა და ფინალში გერმანიის ნაკრების კაპიტანს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ჯონათან ჰორნს მოუგო. გოგიტა არქანიას აქვს დიდი შანსი, რომ მოხვდეს, საქართველოს სახელით, ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ტოკიოში 2020 წელს გაიმართება.