ვიცე–პრეზიდენტი

გრიგოლ დარჩიაშვილი

დაიბადა ქ. თბილისში  1947 წლის 26 ივნისს.

1953 წელს დაიწყო სწავლა ქ. თბილისის 32 საშუალო სკოლაში, შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისისს მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში.

1967 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში ჯგუფის ხელმძღვანელად.

1980 წელს გადავიდა სამუშაოდ თბილისის გაერთიანება ,,მიონში” უბნის უფროსად.

1984 წელს  დაინიშნა გაზეთ ,,სვობოდნაია გრუზია”–ში რედაქციის გამგედ. პარალელურად 1975 წელს დაიწყო ვარჯიში კარატეში. ორმოც წელზე მეტია ავარჯიშებს კარატეს სპორტსმენებს. აღზარდა საქართელოს მრავალი ჩემპიონი და პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები, აგრეთვე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები და ჩემპიონები. 2011 წელს გაიმარჯვა ვეტერანებში და გახდა მსოფლიო ჩემპიონი კატაში ქ. მოსკოვში. ხელმძღვანელობს საქართველოს შოტოკაი კარატეს ასოციაციას .

კარატეს საყოველთაო გაერთიანების შემდეგ, რომლის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბ–ნი კახა ბასილია, გრიგოლ დარჩიაშვილი დაინიშნა პირველ ვიცე–პრეზიდენტად, ამავე დროს ხელმძღვანელობს ქ. თბილისის კარატეს ფედერაციას.

აქვს მინიჭებული w.k.f –ის მე-VI  დანი,  w.s.k.u – მე VI დანი,  w.s.k.f– მე-V  დანი –  სტილი შოტოკანი.