პრეზიდენტიPresident

prezidentკახა ბასილია – საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი; საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი; კრავ მაგას მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; მსოფლიო თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (აკადემიკოსი); საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მე-8 დანის მფლობელი; წლების განმავლობაში იყო თავდაცვის მინისტრის მრჩეველი (პოლკოვნიკი); მსოფლიოს ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონი კატასა და კუმიტეში; კარატეს განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაჯილდოებულია საერთაშორისო პრემიებითა და ჯილდოებით;  კარატეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის იაპონიის კარატეს ფედერაციამ დააჯილდოვა იაპონური კატანით; თავდაცვის მინისტრმა  საბრძოლო დამსახურებისა და მხედრული მამაცობისათვის სახსოვრად გადასცა საბრძოლო იარაღი; ქართულ სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მინიჭებული აქვს “სპორტის რაინდის” წოდება; დაჯილდოვებულია “ღირსების ორდენით;” მსოფლიო მაკაბის კავშირმა დააჯილდოვა ოქროს მედალიონით.

  • 1977 – წელს დაიწყო ვარჯიში;
  • 1982-1984 წ.წ. მსახურობდა შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების შენაერთებში;
  • 1986-1988 წ.წ. შეჯიბრებაში მონაწილეობდა ქ. პრაღის ნაკრების სახელით;
  • 1988 წელს პრაღაში ჩააბარა გამოცდა მე-2 დანზე J. K. A (იაპონიის კარატე-დოს ასოციაცია);
  • 1989 წელს სათავეში ჩაუდგა ქ. ლვოვის ტრადიციული კარატე-დოს ფედერაციას;
  • 1990 წელს გახდა უკრაინის საბრძოლო ხელოვნებათა ორგანიზაციის პრეზიდენტი;
  • 1991 წელს დაამთავრა ქ. ლვოვის ხე-ტყის ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი;
  • 1991 წელს გახდა ლეგენდარული ჰიტოში კასუიას მოსწავლე;
  • 1992 წელს ჩააბარა გამოცდა მე-3 დანზე;
  • 1993 წელს აირჩიეს მსოფლიოს შოტოკან კარატე-დოს ფედერაციის რუსეთის ფილიალის პრეზიდენტად;
  • 1994 წელს დანიშნეს აღმოსავლეთ ევროპის შოტოკან კარატე-დოს ასოციაციის შეფ-ინსტრუქტორად;
  • 1995 წელს ჩააბარა გამოცდა W. S. K. F -ის მე-4 დანზე;
  • 1996 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს შოტოკან კარატე-დოს ფედერაცია, გახდა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი და შეფ-ინსტრუქტორი;
  • 1997 წელს აირჩიეს საქართველოს სტუდენტური კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტად;
  • 1998 წელს ჩააბარა გამოცდა W. S. K. F -ის მე-5 დანზე;
  • 1999 წელს მიენიჭა W. K. F-ის მე-6 დანი;
  • 2001 წელს პირველად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩაატარა ევროპის ჩემპიონატი კარატე-დოში (ქ. თბილისი);
  • 2002 წელს მსოფლიოს შოტოკან კარატე-დოს ფედერაცია, ჰიტოში კასუიამ კახა დანიშნა აღმოსავლეთ ევროპის შოტოკან კარატე-დოს ასოციაციის პრეზიდენტად და შეფ-ინსტრუქტორად;
  • 2003 წელს ჩამოაყალიბა შოტოკან კარატე-დოს საერთაშორისო ასოციაცია, სადაც გაწევრიანებულია 18 ქვეყანა. ბატონი კახა არჩეულ იქნა შეფ-ინსტრუქტორად;
  • 2003 წელს ჩააბარა გამოცდა W.S.K.F. მე-6 დანზე;
  • 2005 წელს კარატე-დოში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა მე-7 დანი WUKO-ს ორგანიზაციის მიერ;
  • 2006 წელს დაინიშნა საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლად საბრძოლო ხელოვნებათა საკითხებში;
  • 2007 წელი – აირჩიეს საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტად;
  • 2008 წელი — დაინიშნა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მრჩევლად;
  • 2009 წელი – W.S.K.F. მე-7 დანი (ტოკიო);
  • 2010 წელი –W.S.K.U.  ვიცე პრეზიდენტი’
  • 2011 წელი – სპორტის მინისტრის მრჩეველი’
  • 2011 წელი – შოტოკან კარატეს მსოფლიო აკადემიის თავმჯდომარე;
  • 2012 წელი – მსოფლიოს შოტოკანის ფედერაციის პრეზიდენტი;
  • 2013 წელი – სპორტის რაინდის კავალერი;
  • 2015 წელი – მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი;
  • 2017 წელი – მსოფლიოს კრავ მაგას ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი;
  • 2011 წელი – მე-8 დანი.

 

prezident

Kakha Basilia –President of the Georgian National Karate Federation; President of the Confederation of Martial Arts of Georgia; Krav Maga World Federation Vice-President; Vice-President (Academician) of the World Academy of Defense and Security; Honored Coach of Georgia, holder of the 8th Dan; For years he was an advisor to the Minister of Defense (Colonel); World Champion, Soviet Champion, Japanese Absolute Champion in Kata and Kumite; Awarded by international and non-governmental organizations for their contributions to the development and popularization of karate; For his outstanding work in karate, the Japanese Karate Federation awarded him a Japanese Katana; The Minister of Defense handed over the weapons of war as a memento of military merit and military bravery; He has been awarded the title of “Sports Knight” for his special contribution to Georgian sports; Awarded the “Order of Honor;” From The World Maccabi Union he has been awarded the Gold Medal.

  • 1977 – Started training;
  • 1982-84 – served in armed forces, in Special Purpose Units;
  • 1986-88 – participated in championships in the name of the Prague team;
  • 1988 – Passed his exam for the second Dan JKA, Japan Karate Association;
  • 1989 – Head of traditional Karate-do Federation of the city of Lvov;
  • 1990 – President of the Ukrainian Organization of Battle Skills;
  • 1991 – Graduated from the Institute of Forestry, faculty of economy in Lvov;
  • 1991 – Continues training as a pupil of Legendary Hitoshi Kasuia;
  • 1992 – Passed his exam for the 3-rd Dan W.S.K.F;
  • 1993 – Was elected the chief instructor of the Russian affiliation of the World Shotokan Karate-do Federation;
  • 1994 – Was appointed a chief instructor of the East-European Association of Shotokan Karate-do;
  • 1995 – Passed his exam for the 4-th Dan of W.S.K.F;
  • 1996 – Sets up a federation of the Georgian Shotokan Karate-do and becomes its President and a chief instructor;
  • 1997 – Was elected President of the Georgian Students Federation of Karate-do of Georgia;
  • 1998 – Passed exams for the 5-th Dan of W.S.K.F;
  • 1999 – Owner of the 6-th Dan of W.K.F;
  • 2001 – Held the European Championship of Karate-do in East-European countries (Tbilisi);
  • 2002 – Elected President and chief instructor of Shotokan Karate-do Association of East-Europe;
  • 2003 – Established the International Association of Shotokan Karate-do with 18 countries, where Kakha Basilia was appointed chief instructor and was awarded with the 7-th Dan of I.S.K.A;
  • 2003 – Passed exams for the 6-th Dan of W.S.K.F;
  • 2005 – For his contribution in Karate-Do development is awarded with 7th Dan by WUKO;
  • 2006 – Becomes the adviser of Sports Department’s Chairman in Martial Arts;
  • 2007 – Elected President of the Georgian Martial Arts Confederation;
  • 2008 – Becomes the adviser of Georgian Olympian Committee’s President;
  • 2009 – 7 Dan W.S.K.F. (Tokyo);
  • 2010 – Vice President of W.S.K.U;
  • 2011 – The Adviser of Georgian Sports Ministry;
  • 2011 – Chairman of World Academy of Shotokan Karate;
  • 2011 – 8 Dan.