ბულგარეთის ქალაქ კრანევოში დასრულებულ შოტოკანის ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურად იასპარეზა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა გუნდმა. იუნიორებში, სენიორებში და ვეტერანებში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა კარატისტებმა ჯამში 121 მედალი მოიპოვეს, აქედან 44 ოქროს, 36 ვერცხლის და 41 კი ბრინჯაოს სინჯისაა. ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები გუნდურ მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ მასპინძელ ბულგარეთს ჩამორჩა.

Read More