MOSCOW 2019 Karate 1 Premier League
2019 წლის 4-6 ოქტომბერს, რუსეთში, ქ. მოსკოვში ჩატარდა პრემიერ ლიგა კარატეში – “MOSCOW 2019 Karate 1 Premier League,” სადაც იმყოფებოდა საქართველოს კარტეს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი ფედერაციის პრეზიდენტ კახა ბასილიას ხელმძღვანელობით. 85 ქვეყნის 700-ზე მეტი წარმომადგენელი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას პრემიერ ლიგაზე. ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სპორტსმენმა, გოგიტა არქანიამ, რომელიც ფინალში შეხვდა ირანელ სპორტსმენს, საჯად განზადეჰს, არ დაუთმო პირველობა და მოიპოვა ოქროს მედალი, გახდა პრემიერ ლიგის გამარჯვებული. ოქროს მედალი ერ-ერთი საკვალიფიკაციო ეტაპია ტოკიო 2020-ის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად. ვულოცავთ გოგიტა არქანიას და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ყველა წევრს ამ გამარჯვებას!