ქართველი სპორტსმენების წარმატება!!! მაკაბიადა 2017.

admin ივლისი 18, 2017 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ქართველი სპორტსმენების წარმატება!!! მაკაბიადა 2017.

 

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ქალაქ თელავივში მიმდინარე მაკაბიადის მე-20 ჩემპიონატზე,რომელიც ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.მაკაბიადაზე წარდგენილი იყო 80 ქვეყანა,35 სპორტის სახეობაში,სადაც საქართველო იყო წარდგენილი მხოლოდ კარატეთი,5 სპორტსმენით.
გამგზავრება უზრუნველყო საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, სპორტის სამინისტრომ და ქალაქის მერიამ.
კახა ბასილიას ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა.

ინდივიდუალურ კუმიტეში (-67) კილოში ოქროს მედალი მოიპოვა -შოთა გორელაშვილმა.

ბრინჯაოს მედლები გუნდურ კატაში- ჰენრი ვეკუა დავითაშვილი , შოთა გორელაშვილი და თამაზ გოჩელაშვილი.

ვერხლის მედლები გუნდური კუმიტე -ჰენრი ვეკუა დავითაშვილი , შოთა გორელაშვილი,ალექსანდრე ჟამურაშვილი,თამაზ გოჩელაშვილი,ნიკა თეთრუაშვილი.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა საქართველოში.