კარატეს ეროვნული ფედერაცია ხანძრისგან დაზარალებული სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად.

admin დეკემბერი 16, 2016 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: კარატეს ეროვნული ფედერაცია ხანძრისგან დაზარალებული სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად.
კარატეს ეროვნული ფედერაცია ხანძრისგან დაზარალებული სოციალურად დაუცველი  ოჯახის დასახმარებლად.

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ნაძალადევის გამგებელს დავით გოგიძეს და მის მოადგილე გოჩა ჯანელიძეს ხანძრიგან დაზარალებულ ციხიშვილების ოჯახის მიმართ გაწეული დახმარებისთვის.  ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ბატონმა დავით გოგიძემ და გამგებლის მოადგილე ბატონმა გოჩა ჯანელიძემ მოინახულეს ხანძრისგან დაზარალებული სოციალურად დაუცველი ციხიშვილების ოჯახი.ბატონმა დავითმა დაზარალებულ ოჯახს გადასცა თბილი ტანსაცმელები და საკვები. 

ოჯახის მონახულების შემდეგ საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ შექმნა  დახმარების ფონდი და ფედერაციის წევრების, სპორტსმენებისა და ინსტრუქოტების თანადგომით ფულადი და სხვა სახის დახმარება გაუწია ციხიშვილების ოჯახს.