ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

admin ნოემბერი 15, 2016 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა
ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

15 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწნენ 2016 წელი შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. შეხვედრაზე საუბარი იყო ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ წარმატებებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში არსებობს. 2017 წელს საქართველო არაერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელთა მაღალ დონეზე ჩატარება უმნიშვნელოვანესია. შესაბამის სპორტულ ფედერაციებს  საერთაშორისო ფედერაციების წინაშე აღებული აქვთ ვალდებულებები, რომელთა შესრულებაშიც მათ სამინისტრო ეხმარება. შეხვედრაზე საუბარი იყო ახალ ოლიმპიურ ციკლზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ სპორტის სახეობებზე, რომელთაც ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ. ამ თვალსაზრისით პოზიციების შეჯერება მოხდება ოლიმპიურ კომიეტთან და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტთან.