„ჩვენი ოცნება ოლიმპიადა“

admin ოქტომბერი 4, 2016 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: „ჩვენი ოცნება ოლიმპიადა“
„ჩვენი ოცნება ოლიმპიადა“

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურნირი კარატეში – „ჩვენი ოცნება ოლიმპიადა“ ჩატარდა. ჩემპიონატი ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და კარატეს ფედერაცის ინიციატივით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ნაძალადევის რაიონში არსებული კარატეს კლუბების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 500-მდე სპორტსმენმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც მედლები და თასები გადაეცათ. ტურნირი, რომელიც რაიონში პირველად ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგიძემ გახსნეს. კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით გოგიძეს, როგორც ყოფილ სპორტსმენს პირველი დანი გადასცა. კარატეს ჩემპიონატი სპორტულ კომპლექს „მართვეში“ ჩატარდა.