ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა

admin აგვისტო 23, 2016 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა
ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა

 

prezidentძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო ა.წ. 3 აგვისტოს  ჩვენ შევაბიჯეთ მსოფლიოს კარატეს  განვითარების ახალ ეპოქაში. ასრულდა ჩვენი მთავარი ოცნება: კარატე ოლიმპიური სპორტი გახდა. ეს არის ყველა ჩვენაგანის WKF (მსოფლიოს კარატეს ფედერაცია) -თან ერთად წლების განმავლობაში გაწეული დიდი შრომის შედეგი. ყველას ვულოცავ ამ ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩა 4 წელი. საქართველოს კარატეს ფედერაცია მიზნად ისახავს, ჩვენი ქვეყნისათვის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვოს 2 მედალი. ამ, მართლაც დიდი მიზნის მისაღწევად საჭიროა სწრაფი და ეფექტური გადასვლა ხარისხით ახალ დონეზე. ფედერაციამ უნდა გაააქტიუროს თავისი საქმიანობა ყველა მიმართულებით. კარატეს, როგორც არასდროს, სჭირდება ქმედითი, მძლავარი მხარდაჭერა სახელმწიფოსი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სახით. ფედერაციის ხელმძღვანელობამ დაიწყო მუშაობა 4 წლიანი მოქმედების გეგმაზე, რომლის დეტალებიც გახმოვანდება 9-11 სექტემბერს, ქ. ბათუმში, სადაც მსოფლიოს კარატეს ფედერაციის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ ბენეტელოს  სემინარები ჩატარდება, რომელიცWKF-ის  პრეზიდენტის დავალებით იწყებს მსოფლიოს პირველ ტურნეს კარატეს აღიარების შემდეგ საქართველოდან. ფედერაციამ დაიწყო მუშაობა სამი მიმართულებით:

  1. საქართველოს კარატეს ფედერაცია ეპატიჟება ყველა საბრძოლო ხელოვნებათა წარმომადგენელს და კარატეს სხვადასხვა სტილებს შემოუერთდნენ ფედერაციის პროგრამას „ტოკიო – 2020“, რითაც მათ სპორტსმენებს საშუალება მიეცემათ გახდნენ ოლიმპიური სპორტის ნაწილი.
  2. კარატე შეტანილია ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშების პროგრამაში. აქედან გამომიდინარე საქართველოს ფედერაციაში შეიქმნება შშმ პირთათვის ყველა საშუალება, რომ უკვე მომავალი წლიდან ჩვენი ნაკრები წარსდგეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
  3. შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც შეადგენენ ბიზნეს განვითარების გეგმას, რაც გულისხმობს ფანკლუბთა ჩამოყალიბებას რეგიონებში. ტურების დაგეგმვას ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ, როგორც საქართველოში, ასევე უცოხეთში. სპეციალურ შეთავაზებას სპონსორებისათვის.

მინდა ყველას მოგიწოდოთ, მიიღოთ აქტიური მონაწილეობა ფედერაციის წამოწყებაში. ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი საყავარელი სპორტი გავხადოთ ყვეელაზე მასობრივ და წარმატებულ  სახეობად საქართველოში. კიდევ ერთხელ ფედერაციის ყველა წევრს ვულოცავ ამ დიდ მოვლენას ჩვენი სპორტის სახეობაში. ჩვენ მოგვეცა შანსი ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე, რაც ყველა სპორტსმენისათვის წარმოადგენს უმაღლეს მწვერვალს სპორტულ კარიერაში. ყველამ ერთად გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება და დარჩენილი 4 წელი მივმართოთ ჩვენი მიზნის მიღწევისაკენ.   „ჩვენ გავიმარჯვებთ ტოკიოში“      საქართველოს  კარატეს ეროვნული  ფედერაცია. პრეზიდენტი: კახა ბასილია.