წიგნის „წარმატების საიდუმლოს“ პრეზენტაცია

admin ივლისი 22, 2016 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: წიგნის „წარმატების საიდუმლოს“ პრეზენტაცია
წიგნის „წარმატების საიდუმლოს“ პრეზენტაცია

22 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას წიგნის „წარმატების საიდუმლო“ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორმა საკუთარი წიგნი საერთაშორისო პროექტის „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადასცა, რომელიც საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს, ბიბლიოთეკებსა და ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს გაეგვავნება. წიგნში „წარმატების საიდუმლო“ მოყვანილია ის ფორმულები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარმატების მიღწევა, ასევე, თუ რაოდენ დიდი ადგილი უჭირავს ჯანსაღი ცხოვრების წესს წარმატების მიღწევაში. ღონისძიებაზე პატარა კარატისტებმა სიმბოლური შეჯიბრება გამართეს. პროექტი „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კულტურული კონტაქტების დამყარებას, მათი ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციასა და ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად. http://diaspora.gov.ge/?p=11072 https://www.facebook.com/GeoDiaspora/photos/?tab=album&album_id=1064648946916298&__mref=message_bubble