კარატისტების გუნდური ბრინჯაო იზმირიდან

admin ივნისი 6, 2016 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: კარატისტების გუნდური ბრინჯაო იზმირიდან
კარატისტების გუნდური ბრინჯაო იზმირიდან

 

კარატისტების გუნდური ბრინჯაო იზმირიდან

თურქეთის ქალაქ იზმიტში გაიმართა ევროპის მე-14 ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც ქართველი კარატისტებიც გამოვიდნენ. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ კუმიტეში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპირველობაზე ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ  – გოგიტა არქანია, ჰენრი ვეკუა, დავით პატარიძე, ირაკლი ტყებუჩავა და დავით ტყებუჩავა. საქართველოს დელეგაციას იზმიტში, აღმოსავლურ ორთაბრძოლათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია ხელმძღვანელობდა.