ქართული კარატეს ტრიუმფი ნიუ-იორკში

admin მარტი 21, 2016 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ქართული კარატეს ტრიუმფი ნიუ-იორკში
ქართული კარატეს ტრიუმფი ნიუ-იორკში

საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვერვალები დაიპყრო – ამერიკაში „ოფენ ნიუ-იორკი 2016“-ზე დიდი გამარჯვება იზეიმა!

„ქართველების ამერიკაში ზეობას კიდევ ერთი რამ დაემატა: საზეიმო გახსნის ცერემონიალი ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტ სპორტსმენებს დაევალათ, ანტონ ჯღამაძეს და გიორგი მაჩაბელს, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი, როგორც საოგარნიზაციო საკითხს ასევე სპორტულ შედეგებშიც არ ჩამორჩა ჩვენი ნაკრები წევრებს. მთელი მსოფლიო აღტაცებით უყურებდა ქართულ ცეკვას „ერისიონის“  შესრულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელზე გასაცემი ფულადი საპრიზო ფონდი 12 000 აშშ დოლარი იყო, რამაც უფრო აზარტული გახადა წლევანდელი ჩემპიონატი.

კარატეჩვენმა ნაკრებმა საოცარი შედგები დადო: – 75 კგ. ჰენრი ვეკუამ ოქრო არავის დაუთმო, ხოლო ოფენში დავით ტყებუჩავა მესამე ადგილს დასჯერდა საკმაოდ რთული ბრძოლების შემდე -60 კგ. ირაკლი ტყებუცავამაც ბრინჯაოსთვის იბრძოლა და დაისაკუთრა -67 კგ.. ასევე მესამე ადგილს დასჯერდნენ -84 კგ. გიორგი ელიზბარაშვილი და მამუკა მგელაძე, ხოლო კობა ბუიშვილმა +84 კგ. დაისაკუთრა მესამე.

ეს გამარჯვება ნამდვილად ტრიუმფალური იყო საქართველოსთვის და ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ასეთ წარმატება-აღიარებას“, განაცხადა ამერიკიდან საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

„მსოფლიომ იცის, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხია და ამის ნათელი დასტური დღესაც გვაქვს, რომ მათ სრულიად უცხო ქვეყანაში თავისი შრომითა და მონდომებით ფეხი ისე მოიკიდეს, რომ ძალიან დიდ ღონისძიებებას ხელმძღვანელობენ. მადლობა მათ ამისთვის!“, – განაცხადა ნიუ იორკის მერიის წარმომადგენელმა საზეიმო გახსნის შემდეგ.