არა დოპინგს, – ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ,,დოპინგს“

admin მარტი 2, 2016 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: არა დოპინგს, – ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ,,დოპინგს“
არა დოპინგს, – ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ,,დოპინგს“

არა დოპინგს, – ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ,,დოპინგს“ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია და აგრძელებს პროექტს – „ჯანსაღი ცხოვრების წესი – მებრძოლი სულის აღორძინება საქართველოში“. პროექტში ახალი მიდგომებია განსაზღვრული – „არა დოპინგს, – ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ დოპინგს“. ეს მეტად სასარგებლო და ჯანსაღი პროექტი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციისა და კომპანია „ტენტორიუმის“ ეკუთვნის. „ჩვენი მიზანია ჯანსაღი თაობის აღზრდა, ჯანმრთელი სპორტსმენების აღზრდა და მათი შედეგების გაუმჯობესება. ჩვენ გვინდა,  „ტენტორიუმის“ პროდუქციის დანერგვა ქართულ კარატეში, „ტენტორიუმის“ პროდუქტები ჯანსაღი და ამავე დროს სპორტული შედეგების გაუმჯობესებისთვის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, „ტენტორიუმის“ პროდუქცია ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა და კარგი იქნება, თუ ამას საზოგადოება მიიღებს. ეს არის ნატურალურ ფუტკრის პროდუქტებზე დამზადებული  პროდუქცია და ჩვენი ფედერაცია მიესალმება მსგავს პროდუქტებს“, – განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ. 27  თებერვალს საღამოს 18:00 საათზე, კლუბ „ვან საიდში“ გაიმართა „ტენტორიუმის“ პროდუქციის პრეზენტაცია, რომელიც  უზრუნველყოფს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის  მომავალ წარმატებას. ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი