თბილისში კრავ მაგას საბრძოლო ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო სემინარი გაიმართება

admin ნოემბერი 4, 2015 გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თბილისში კრავ მაგას საბრძოლო ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო სემინარი გაიმართება
თბილისში კრავ მაგას საბრძოლო ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო სემინარი გაიმართება

ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტი, გაბი მიხაელი საქართველოში უკვე მეხუთე საერთაშორისო სემინარს ატარებს. გაბი მიხაელი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ოსტატია მსოფლიოს კრავ მაგას საბრძოლო ხელოვნებაში, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა აცნობა.
„3 და 4 ნოემბერს ქართველი კარატისტები და თავდაცვის ცოდნით სხვა დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ცოდნას, თუ როგორ დაიცვან თავი საფრთხისაგან, როგორ გაითავისუფლონ თავი რთული შემთხვევისაგან…
სემინარი ითვალისწინებს სერტიფიკატს და ლიცენზიას, რომელსაც საერთაშორისო აღიარება გააჩნია და მისი მფლობელი მიიღებს უფლებას, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასწავლოს ისრაელის ერთადერთი აპრობირებული და გამართლებული თავდაცვის სისტემა – კრავ მაგა.
ქართველებს დიდი შანსი აქვთ მიიღონ მსოფლიოში კრავ მაგას უდიდესი ოსტატისგან სერტიფიკატები. გაბი მიხაელი ზუსტად ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ოფიციალურ და აღიარებულ სერტიფიკატებს გასცემს ისრაელში და მსოფლიოში.
აქვე აღვნიშნავ, რომ კრავ მაგას შესწავლა ყველას შეუძლია ორ-სამ გაკვეთილში და საკმარისად დაიცავს თავს ნებისმიერი უსიამოვნებისაგან და მოულოდნელი ხიფათისაგან“, – განუცხადა „კვირას“ საქართველოში კრავ მაგას ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
მსურველებს შეუძლიათ, სემინარებს  საქართველოს კარატეს აკადემიის დარბაზში დაესწრონ.