უნისონის საკეთესო შემოთავაზება

admin August 28, 2013 Comments Off

სადაზღვეო კომპანია “უნისონი”-ს საუკეთესო შემოთავაზება

ინსტრუქცია

unisonსადაზღვევო პოლისის ღირებულება შეადგენს 1 ლარს თვეში (ანუ წლიურ 12 ლარს).

იმისათვის, რათა დაზღვევა შევიდეს ძალაში, საჭიროა აღნიშნული თანხის გადახდა სს „ლიბერთი ბანკი“–ს ნებისმიერ სერვის ცენტრში ან სადაზღვევო კომპანია „უნისონი“–ს ფილიალებში.

ბანკში თანხის შეტანისას გამოიყენება შემდეგი რეკვიზიტები:

ბანკის დასახელება: სსლიბერთი ბანკი

ანგარიშსწორების ანგარიში (IBAN): GE87LB0113157312356000

ბანკის კოდი: LBRTGE22

თანხის მიმღები: შპს სადაზღვევო კომპანია უნისონი

დანიშნულებაში გთხოვთ, ზუსტი თანმიმდევრობით მიუთითოთ: სპორცმენისპირადი ნომერი,სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელიდამემორანდუმის ნომერიGMAC-01/2013.

თანხის ჩარიცხვისთანავე სადაზღვევო კომპანია მოამზადებს დაზღვევის პოლისს გადახდილი თანხის შესაბამის პერიოდზე. მაგალითად, 1 ლარის გადახდის შემთხვევაში გამოიწერება პოლისი 1 თვის ვადით, 2 ლარის გადახდის შემთხვევაში – 2 თვით და ა.შ. ყოველი მომდევნო პერიოდის პოლისის განსაახლებლად სპორცმენი კვლავ უნდა მივიდეს ბანკში და გადაიხადოს მომდევნო პერიოდის პრემია.

პოლისის გამოწერისთანავე დაზღვეული პირი, გადახდის დანიშნულების ველში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიირებს SMS შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება დაზღვევის პოლისის ნომერი და მოქმედების პერიოდი.

ინფორმაცია დაზღვეულ პირთა შესახებ და შესაბამისი დაზღვევის პოლისები გაიგზავნება საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციაში.

ვარჯიშის ან შეჯიბრის დროს ტრავმის მიღებისას სამედიცინო დახმარების საჭიროების საჭიროების შემთხვევაში სპორცმენი უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანია უნისონს ნომერზე: 2 991 991 სადაც მას მისცემენ დეტალურ ინსტრუქციას, თუ რა უნდა გააკეთოს სპორცმენმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

Comments are closed.